ფილიპე მახარაძის სახლი


მოგესალმებით
!

ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია დაკავშირებულია ძველ სახლებთან და მათში მცხოვრები ადამიანების ისტორიასთან


ამ სახლის არჩევის მიზანი მხოლოდ  ის არ იყო,რომ ხალხს მხოლოდ მისი გარეგნული იერი აოცებს,არამედ იქ იდუმალებით მოცული ამბავი დატრიალდა


თავდაპირველად  ვისაუბრდ მის გარეგნობაზე



ჩუქურთმებისვეტებიაივნებიშესასვლელი.
ფილიპე მახარაძე შეძლებული ადამიანი იყო რაზეც მეტყველებს მისი სახლის დეტალები.(შუა სართული ,მთელს სიგრძეზე მას ეკუთვნოდა) მის სართულზე ჩუქურთმას ვერ ვხვდებით მაგრამ ზევით არსებული რელიეფური გამოსახულება კი მეტყველებს რომ ეს სახლი დიდგვაროვანი ადამიანებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.სვეტები-რომლებიც გარს არტყია მის აივანს დეტალურად არის დამუშავებული.შესასვლელი კარი რომლის გისოსები ამოვლებულია ოქროს წყალში და ხის კარები რომელზეც გამოსახულია გეომეტრიული ფიგურები. სახლის შესასვლელში მემორიალური დაფაა.

საძინებელი ოთახი

სწორედ ეს ოთახი მიიჩნევა ფილიპე მახარაძსის საძინებლად
ფილიპე მახარაძედაიბადა -9 მარტი 1868დაბ. ადგ-გონებისკარიგარდ.თარ-10 დეკემბერი, 1941მოქალაქეობა-საქართველოგანათლება-ვარშავის ვეტერინარული ინსტიტუტიეროვნება-ქართველი                    რელიგია-ათეისტიპარტია-საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიაძირითადი იდეები-ბოლშევიზმი, ნაციონალ-უკლონიზმი 

იდუმალებით მოცული ამბავი

ევგენი მიქელაძე (დ. 27 ივნისი, 1903, ბაქო – გ. 1937, თბილისი – რეპრესირებულია), ქართველი დირიჟორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.იგი ფილიპე მახარაძის მეზობელი გახლდათ მის ცოლს ცუდი კავშირი ჰქონდა სახელმწიფო მოღვაწესთან რის შედეგადაც შემზარავი ამბავი დატრიალდა. მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

                
  1937 წლის 4 ნოემბერს, ევგენი მიქელაძე “ლატავრას” გენერალურ რეპეტიციის დროს, თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. იმავე დღეს დააპატიმრეს მისი მეუღლე ქეთევანიც და გადასახლება მიუსაჯეს. ის საქართველოში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა.
   უეცრად გაიღო კარი და გაისმა:
  - თქვენ გთხოვენ, ევგენი სიმონის ძევ.
  - მოითმინონ  -  დარბაისლურად უპასუხა მიქელაძემ
  ცოტა ხნის შემდეგ, კარი კვლავ გაიღო, ამჯერად უკვე ჩეკას ფორმიანმა შემოიხედა და მიმართა დირიჟორს.
  - ევგენი სიმონის ძე, გთხოვთ გამობრძანდეთ.
  ევგენი მიხვდა, რისთვისაც შეაწუხეს ღამის თორმეტ საათზე. ზანტად წამოდგა და გაემართა კარისკენ. დამსწრენი გაინაბნენ, ბუზის  გაფრენის ხმაც კი ისმოდა. ჩეკისტი სწვდა მიქელაძის   შრომის წითელი დროშის ორდენს და ჩამოგლიჯა.  მიქელაძის ადგილისკენ მიემართება შალვა აზმაიფარაშვილი და იკავებს ყოფილი ხელმძღვანელის ადგილს. აზმაიფარაშვილმა  თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: “ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს ასე მოუხდება.”
  უშიშროების საგამოძიებო საქმეში ვკითხულობთ “ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა, ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის  სამხატვრო გეგმის  ჩაშლაში”.
  ევგენი მიქელაძის აღსასრულის შესახებ, საშინელი გადმოცემები არსებობს. მას თვალები დასთხარეს. თვალებდათხრილი მუსიკოსის დაკითხვას ლავრენტი ბერიაც ესწრებოდა. დაბრმავებული დირეჟორისთვის უკითხავს: “კიდევ ამბობ რომ ხალხის მტერი არ ხარ?” მიქელაძეს უპასუხია:  ლავრენტ პავლეს ძევ, არასოდეს  ვყოფილვარ ქვეყნის და ხალხის მტერი.
  - საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ, გაიკვირვა მეორე ქართველმა.

  -  კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით -  უპასუხა მიქელაძემ. ამ სიტყვებზე, ბერიას, მისთვის რკინის ჯოხები გაუყრია ყურებში. თუ რა თარიღს იქნა ევგენი მიქელაძე მოკლული, დღემდე უცნობია. როგორც ამბობენ, ამ ოჯახის მიმართ ლავრენტი ბერიას პირადი წყენა ჰქონია, რაც დაკავშირებული იყო ევგენი მიქელაძის მეუღლესთან, რომელმაც  გაუბედა და უარი უთხრა პირველ ჩეკისტს.  ზოგჯერ დიდ სილამაზეს, დიდი უბედურება მოაქვს.



Комментариев нет:

Отправить комментарий