გრიბოედოვის #22

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია ალექსანდრე გრიბოედოვის N:22-ში მდებარეობს. ნაგებობა, რომელიც XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშენდა, მაღალმხატვრული ღირებულებით  გამოირჩევა და XIX-XX საუკუნის ისტორიული თბილისის მნიშვნელოვან არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
მისი აგების ისტორია, თბილისის საპატიო მოქალაქის, არშაკუნის სახელთანაა დაკავშირებული. კომენდანტის, ხოლო შემდგომ უკვე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე, არშაკუნის სურვილით, მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე უნდა აშენებულიყო
მოგვიანებით შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია. 1869-86 წლებში ამ ნაგებობის ერთ ნაწილში თბილისის ,,საარტისტო წრე’’ .. თბილისის ,,კრუჟოკი’’ (тифлисский кружок) დაფუძნდა. XIX საუკუნის ბოლოს შენობის ნაწილი, ნინო ქობულაშვილის საკუთრებასაც წარმოადგენდა. 1922 წლიდან დღემდე კი აქ სამხატვრო აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება.
ქუჩა 1843 წლიდან კომენდატის სახელს ატარებდა, ხოლო 1881 წლიდან მას ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი ეწოდა. 

 ისტორიული ,,გარეთუბნის’’ ტერიტორიის ათვისება, სადაც საკვლევი ნაგებობა მდებარეობს,  XVIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყო, თუმცა თბილისი, აღამახმადხანის, 1795 წლის შემოსევის შედეგად თითქმის განადგურდა და ეს ადგილიც გავერანდა
1801 წელს საქართველო რუსეთიის იმპერიის ნაწილი გახდა, თბილისი კი ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. XIX საუკუნიდან ქალაქმა განაგრძო განახლება. ,,გარეთუბანი’’, რომელიც შუასაუკუნეების თბილისიდან მოშორებით მდებარეობდა, არისტოკრატიის საცხოვრებელი უბანი გახდა. ამ ტერიტორიაზე, კერძოდ კი ალ. გრიბოედოვის ქუჩაზე, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა, თბილისელი (ეროვნებით სომეხი) ვაჭრის, არშაკუნის დაკვეთით სასახლე აშენდა. შენობის პროექტი თბილისის საქალაქო არქიტექტორის  გრიგოლ, მიხეილის ძე, ივანოვის მიერაა შესრულებული. დღემდე შემონახულია სასახლის პროექტის 2 ვარიანტი, თუმცა განხორციელებულთან  ყველაზე ახლოს 1857 წლის პროექტი დგას.nროგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 1869-86 წლებში შენობის ერთ ნაწილში თბილისის საარტისტო წრე - ,,კრუჟოკი’’ ფუნქციონირებდა. ამ დროს არშაკუნები სასახლის მფლობელები აღარ არიან. შემდგომ, გარკვეული მიზეზების გამო, რაც ამავდროულად დაკავშირებული იყო შენობის არქიტექტურულ მდგომარეობასთან.



შენობის ფასადის ნაწილის რეკონსტრუქცია. ამ პერიოდში შენობის ერთი ნაწილის მესაკუთრე ნინო ქობულაშვილია, რომლის სურვილითაც განხორციელდა ფასადზე ჩარევა. არქიტექტორმა შენობის ეს მხარე ბაროკულ-ეკლეკტურ სტილში დააპროექტა, რამაც ევროპული ელფერი შესძინა მას. ამის შემდგომ, XX საუკუნის დასაწყისში, აქ სამხატვრო სკოლა გაიხსნა, რომლის ბაზაზეც შემდგომ უკვე 1922 წელს სამხატვრო აკადემია დაფუძნდა, ხოლო მისი პირველი რექტორი, აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი გახდა.ნაგებობა, თავიდანვე განზრახული არ ყოფილა, როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ტიპის სახლი. ის არშაკუნმა საგანგებო დანიშნულებით ააგო. ამაზე მეტყველებს სასახლის მოცულობა, მისი მდიდრული გადაწყვეტა, სარკეებიანი დარბაზების გაფორმება, სადაც თბილისში მომუშავე ირანელები ოსტატები მუშაობდნენ, ასევე ფასადთა შემკულობა და სხვა. ნაგებობამ ჩვენამდე გარკვეული დანაკარგებით მოაღწია, თუმცა ის მაინც ინარჩუნებს მაღალმხატვრულ ღირებულებას. სასახლის მრავალმხრივობა და მასთან დაკავშირებული საინტერესო მოვლენები მის ისტორიულ მნიშვნელობას ერთმნიშვნელოვნად ზრდის.

2015 წელს

საინტერესოა ნაგებობის სამშენებლო პერიოდები. საარქივო მასალებზე დაყრდნობით გამოიკვეთა 4.სამშენებლო შრე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სავარაუდოდ განვსაზღვროთ ნაგებობის,თავდაპირევლი სახე და მისი შემდგომი გადაკეთებებიცპირველი სამშენებლო პერიოდი პირველ.სამშენებლო პერიოდზე ინფომაციას გვაწვდის გრიგოლ ივანოვის ნახაზები, სადაც გენგეგმაზე .ნაცრისფერი ფერითა და შენობის გეგმაზე შავი ფერით დატანილია არსებული ნაგებობები, ხოლო,ახალი ნაწილები წითელი ფერითაა შესრულებული. (პროექტის სახელწოდებაც ასეთია - ,,...სამ,სართულიანი სახლის მიშენების პროექტი...’’) გრიგოლ ივანოვის პროექტი.,გენგეგმა - 1857 წელი.,ამ ნახაზების მიხედვით უკვე ნათელი ხდება, რომ არშაკუნის სასახლემდე აქ გარკვეული ნაგებობა,უკვე არსებობდა. არქიტექტორი არსებულ შენობას სავარაუდოდ გეგმარების თვალსაზრისით არ,ცვლის და ღიობების რაოდენობასაც თავდაპირევლი სახით ტოვებს, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ,მას ორ აივნებიან ფლიგელს უმატებს. აქედან გამომდინარე  ერმაკოვის მიერ XIXსაუკუნის მეორე,ნახევარში  გადაღებულ ფოტოზე, უკვე გრიგოლ ივანოვის პროექტით განხორციელებული შენობააფასადებს შემოუყვება აივნები, ხოლო გრიბოედოვის ქუჩის მხარეს, მესამე სართულის დონეზე,სამი აივანია განაწილებული




Комментариев нет:

Отправить комментарий